ქართული პროდუქციის ექსპორტის ახალი ისტორიული მაქსიმუმი

"ქართული პროდუქციის ექსპორტის ახალი ისტორიული მაქსიმუმი" - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რეკორდის შემდეგ, უკვე 2017 წლის პირველ მესამედშიც ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტმა, („სუფთა ექსპორტი“), პერიოდის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. იანვარ-აპრილში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 146 $ მილიონით(+30%), ხოლო პერიოდის წინა ისტორიულ მაქსიმუმს (2014 წლის იანვარ-აპრილი) 37$ მილიონით აღემატება." - წერს დონდუა.

bpn