შსს თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედურ ანგარიშს და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

„საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები. ამოღებულია ყველა მნიშვნელივანი მტკიცებულება. დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, - განაცხადეს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

უწყებამ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებიც გაასაჯაროვა. ასევე გამოაქვეყნა კადრები, რომელიც კაფე "ელ ცენტროში" მომხდარ ინციდენტს ასახავს.