17-21 მაისს Silicon Valley Tbilisi-ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში Google-ის კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2 დღიანი შეჯიბრი, რომელიც 20-21 მაისს გაგრძელდა. შეჯიბრი განკუთვნილი იყო ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის, დიზაინერებისთვის, სტარტაპერებისთვის და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ყველა სპეციალისტისთვის.
საკონკურსო თემატიკას ,,განათლება და ტექნოლოგიები’’ წარმოადგენდა და პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, სააგენტო “ლივინგსტონის”, “გუგლის” დეველოპერების ჯგუფის, “ჯეოლაბისა” და გენერალური სპონსორის - “სოფთლაინ ჯორჯიას” მხარდაჭერით განხორციელდა.
შეჯიბრში სულ 13 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც უნიკალური ახალი ციფრული პროდუქტები შექმნეს. გამარჯვებულ გუნდს კომპანია „სოფტლაინისგან“ საჩუქრად, პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. პერსონალური კომპიუტერით ასევე დაჯილდოვდა ჰაკათონის ყველაზე პატარა, 13 წლის მონაწილე ზუკა სიამიშვილი.