რუსთავში ცენტრალური და შიდა გზების, ასევე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, თოდრიას ქუჩაზე დაზიანებული საფუძველის მოხსნა-გატანა, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, ასფალტის საფარის მოფრეზვა და ბორდიურების მოწყობა ხდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კი მოხდა სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზატკეცილი +“ ახორციელებს.
ასფალტის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება შარტავას გამზირისა და მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის დამაკავშირებელ გზაზეც.
პარალელურ რეჟიმში, 56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბათუმის ქუჩის #17, მე-12 მიკრორაიონის #32, #34, მე-17 მიკრორაიონის #10,#18,#19, მე-19 მიკრორაიონის #4, #7, #8, #10, #12, #18, მე-20 მიკრორაიონის #16, #20, მე-20 მიკრორაიონის #16, #20 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მინი სკვერები ეწყობა, შიდა ეზოებში საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები ეწყობა, მონტაჟდება სკამები და განათების თანამედროვე სისტემა. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალგეთი“ აწარმოებს.