რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მრავალწლოვანი ხეები იჭრება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „სეზა ინშაათი“ ხეების მოჭრის სამუშაოებს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ატარებს და პროცესი გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების ზედამხედველობით მიმდინარეობს.
ხეები იმ ტერიტორიაზე იჭრება, სადაც რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა არის გათვალისწინებული. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ,,ისინი წუხან გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, თუმცა უახლოეს მომავალში, მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, იმაზე მეტი ხის დარგვას გეგმავენ, ვიდრე მშენებლობის მიზეზით მოიჭრა“.