საქართველოს პარლამენტის წევრმა, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ, თემქის XI მიკრორაიონში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამუშაოები დაათვალიერა, - ამის შესახებ პარლამენტიდან იუწყებიან.
„დაპირება, რომელიც თემქელებს მივეცი, სრულდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობას მალე ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ ძალიან კარგი კომპლექსით“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
სპორტულ კომპლექსში კრივის რინგი, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება. სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.