გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 20 მაისს მოსული სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დათვალა.
დასეტყვილია სოფელი გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი.
„შედარებით ცუდი მდგომარეობაა ძირკოკში, ჭანდარსა და ვეჯინში. ზარალი ზოგან 80%-ზე მეტია, ზოგან 40-50%-ია, ზოგან კი 15-დან 20%-მდე. მთლიანობაში დასეტყვილია 990 ჰექტარი ვენახი და დაახლოებით 95 ჰექტარი კურკოვანი ხილი", - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მონაცემები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას უკვე გადაეგზავნა.