საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს, ბიულენთ თუფენქჯის ხვდება.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე განიხილება თანამშრომლობის სფეროები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის საუბარი შეეხება ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის ხელშეწყობა, ზემოაღნიშნული მიმართულებებით ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. დელეგაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობს.