არც ერთი თანამედროვე ცენტრალური ბანკი გაცვლითი კურსის პროგნოზირებას არ აკეთებს ,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ლარის კურსის მოკლევადიან ცვლილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კომენტარს არ აკეთებს და არ გააკეთებს. ამავე დროს ეროვნული ბანკი არ აკეთებს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას.
„ზოგადად, შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ის სხვადასხვა დროს ორივე მხარეს შეიცვლება, როგორც გამყარების, ისე გაუფასურების", - განაცხადა გვენეტაძემ.