გენერალურმა აუდიტორმა უნდა განმარტოს, მისთვის რა სახის პროვილეგიით სარგებლობს 2011-2012 წლებში ”მოღვაწე” სახელმწიფო მოხელეთა წრე, რომელთა უკანონო ქმედებამ თბილისს 2 615 100 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა , - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა გენერალური აუდიტორის იმ შუალედური დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის კუთვნილ კომპანიას ეხება.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კომპანიასა და მერიას შორის მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებაზე შეთანხმება 2015 წელს შედგა, მაშინ როცა ოთარ ფარხალაძე ამ კომპანიის მფლობელი არ ყოფილა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მაშინ როცა ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, მერიასთან შეთანხმება საბოლოოდ დასრულდა და ამიტომ დაფიქსირდა ამ საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი. ფარცხალაძის ადვოკატების შეფასებით, გენერალური აუდიტორი დასკვნაში ეხება 2013 წლის ინფორმაციებს, კერძოდ შპს” ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტის” მიერ გაყიდული ქონების ღირებულების მონაცემებს, რომელიც არ შედის აუდიტის შემოწმების პერიოდში.
”ეს მონაცემები არ შედის არც აუდიტის სამსახურის შემოწმების ულებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან იგი დაკავშირებული არ არის საბიუჯეტო სახსრების განკარგვის კანონიერებასთან. შესაბამისად, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კერძო კომპანიის 2013 წლის მონაცემებს იკვლევს, მან უნდა შეისწავლოს გარემოებები და იმ პირთა წრე, ვისი დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად 2011 -2012 წლებში წარმოეშვა თბილისის მერიას ზიანის 2 615 100 ლარის მოთხოვნის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 ლის 11 მარტს ამ თანხად შეფასდა. გენერალურმა აუდიტორმა უნდა განმარტოს დღეს, მისთვის რა სახის პრივილეგიით სარგებლობს 2011-2012 წლებში მოღვაწე სახელმწიფო მოხელეთა წრე, რომელთა უკანონო მოქმედებამ თბილისის მუნიცპალიტეტს მიაყენა 2 615 100 ლარის მატერიალური ზიანი. რატომ არ რის დადგენილი ეს პირთა წრე და რა გახდა ამ საკითხზე მსჯელობისგან თავის არიდების მიზეზი”, - განაცხადა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
ადვოკატების თქმით, არსებობს ოფიციალური მიმოწერა მერიასა და კომპანია ”ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტს” შორის, რომელის 2014 წლამდე პერიოდს მოიცავს და რომელშიც ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი. როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა აღნიშნა, კომპანია ”შპს ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტს” მერიამ გადასცა საკუთრებაში მიწის ნაკვეთები იმ პირობით, რომ სანაცვლოდ აღნიშნული კომპანია მზიურის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას დათმობდა. ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ დოკუმენტაციით ჩანს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი მერიასა და ”ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტის” შორის კომპანიაში ოთარ ფარცხალაძის გამოჩენამდე მიმდინარეობდა და შესაბამისად სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს მას შემდეგ, რაც კომპანია ყოფილი მთავარი პროკურორის საკუთრება გახდა, მერიამ მიწის ნაკვეთები მას 45 დღის ვადაში გადაუფორმა.