ბრიტანული გამოცემა The Independent-ი აქვეყნებს სტატიას იმ აქტივობების შესახებ, რომელიც თბილისში მოხვედრისას აუცილებლად უნდა გააკეთო.
საბჭოური რელიკვიების დათვალიერება
1921-91 წლებში საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, შესაბამისად მისი არქიტექტურისა თუ კულტურის ნაწილი სწორედ ამ პერიოდს ეხმიანება. მათთვის, ვისაც აინტერესებს საბჭოური ანტიკვარიატი, გამოცემა ურჩევს მშრალი ხიდის ძველმანების ბაზარზე გასეირნებას.ხინკლის დაგემოვნება
კიდევ ერთი რამ, რაც ტურისტმა აუცილებლად უნდა გააკეთოს თბილისში, ხინკლის დაგემოვნებაა. ამისთვის გამოცემა მომხმარებელს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რესტორან „ბარბარესთან“ სტუმრობას ურჩევს. ხინკალი აქ ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით კეთდება, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. მიჩნეულია, რომ ბარბარე ჯორჯაძე ერთ-ერთი პირველია ქართველ ფემინისტებს შორის.აბანოთუბანი
გარდა ხინკლის დაგემოვნებისა თუ ძველმანების ბაზარზე გასვლისა, თბილისის ღირშესანიშნაობებში აუცილებლად შედის აბანოთუბანი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დრო თბილისის ძველ აბანოში გაატაროს. მათ შორის თავისი სილამაზით მეხუთე აბანო გამოირჩევა, რომელიც მთლიანად მოზაიკითაა მორთული.„ფაბრიკაში“ გართობა
„ფაბრიკა“, რომელიც ძველი სამკერვალო ქარხნის ტერიტორიაზეა გაშენებული, წარმოადგენს გარკვეულ არტკომპლექსს. გარდა ბარებისა თუ მაღაზიებისა, აქ არის სასტუმროც, სადაც ფასები ერთი ღამისთვის 10 აშშ დოლარიდან იწყება.კულტურის შესწავლა
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თბილისი არ წარმოადგენს კულტურულად განუვითარებელ ქალაქს. თბილიში ყოფნისას სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაათვალიერონ ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ყოველწლიურად თბილისის მოდის კვირეული ტარდება, მოინახულონ ე.წ. „გაბრიაძის საათი“ და გაიარონ მშვიდობის ხიდზე.„ყველით სავსე პურის ნავის“ გასინჯვა
„ყველით სავსე პურის ნავის“ ანუ აჭარული ხაჭაპურის შეჭმა ბევრისთვის, შეიძლება მიუღებელი იყოს მისი კალორიულობიდან გამომდინარე, თუმცა უმეტესობისთვის დიდი სიამოვნებაა.ჭაჭისა და „ლაღიძის წყლების“ დაგემოვნება
იმის დალევა, რასაც ადგილობრივები სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო, თერთი თუ წითელი, მშრალი თუ ტკბილი, ცნობილია თავისი საუცხოო გემოთი, ქართული სასმელები ამით არ შემოიფარგლება. The Independent-ის რეკომენდაციით, საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ ჭაჭა, რომლსაც შესაძლოა სხვადასხვა გემო ჰქონდეს. ხოლო მათთვის, ვინც არ ილტვის ალკოჰოლისკენ, „ლაღიძის წყლების“ დაგემოვნება შეუძლიათ. მათ შორის, ტარხუნის ლიმონათის, რომელიც საბჭოთა ქვეყნებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
Get high „მაღლა ასვლა“
თბილისი, რომელიც მდინარე მტკვარზეა გაშენებული, შემოფარგულია მაღლობებით, მათ შორისაა მთაწმინდა, სადაც გასართობი პარკია მოწყობილი და ნარიყალა - ძველი ციხე, საიდანაც თბილისის ბოტანიკური ბაღი და ძველი უბნები ჩანს.სალათის გაკეთება
როგორც ბლოგერი მეგან სტარი აღნიშნავს, თბილისი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საუკეთესოა სალათის მოყვარულებისთვის. უპირველესად კი იმიტომ, რომ აქ ახალი ბოსტნეულის ყიდვა მარტივი და იაფია. გარდა ამისა, გემრიელი და მარტივი სალათების დაგემოვნება ვინტაჟურ კაფე Linville-შია შესაძლებელი.ქალაქიდან გასვლა
სია, რომელიც გამოცემამ შექმნა, შესაძლოა ერთი გრძელი „უიქენდის“ განმავლობაში შესრულდეს, თუმცა თუ ჩამოსულს უფრო მეტი დრო აქვს, სასურველია საქართველოს სხვა ქალაქებიც მოინახულოს. მაგალითად, წავიდეს ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებით, თეატრებით და რამდენიმე შუასაუკუნოვანი ტაძრით, გაისერნოს ბათუმში - საზღვისპირა ქალაქში, ან ყაზბეგში, რომელიც არაჩვეულებრივი ხედებითაა ცნობილი.იხილეთ ფოტოგალერეა