„საქართველოს ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდო - „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიიღო.
როგორც „საქართველოს ბანკი“ იუწყება, აღნიშნული ჯილდო „საქართველოს ბანკს“ ყოველწლიური ბიზნესფორუმის ფარგლებში გადაეცა. „საქართველოს ბანკის“ მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ, ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა.
„EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.