1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4144 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4144 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4217 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7155 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.