გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% წიგნებს არ კითხულობს.
ამის შესახებ, IPM-ის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 500 ადამიანი გამოიკითხა.
მონაცემები ასაკის მიხედვით იყოფა. „18-29 წლის ადამიანები წელიწადში დაახლოებით, 5 წიგნს კითხულობენ. 30-54 წლის ასაკის ადამიანები საშუალოდ 3 წიგნს კითხულობენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქალები 1 წიგნით მეტს კითხულობენ, ვიდრე მამაკაცები.
ასევე 3 წიგნს კითხულობენ, 55 წელს ზევით მოქალაქეები. ამასთან, 18-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში თითქმის ყველა ქალი ახერხებს მინიმუმ 1 წიგნის წაკითხვას, მაშინ როცა მამაკაცების 30% საერთოდ არ კითხულობს,“ - წერია კვლევაში.