წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იუწყება.
„6 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ი-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული, მცენარეთა ზრდის მარეგულირებელი ნივთიერება („SUPERFIX“ – 432 ცალი და იონჯას თესლი - 24,8 კგ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,168 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აცხადებენ უწყებაში.