სარფში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იუწყება.

„18 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში სარფი, ფინანსთა სამინისტროს სემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 10 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,300 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე მ.დ-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,300 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - აცხადებენ უწყებაში.