მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას ამ წელს აღარ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის დაპირება, ეს არის დღევანდელი რეალობა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება 5-6%-მდე, თუმცა განმარტავს, რომ ამ ყველაფერზე მონეტარული კომიტეტი სხდომაზე იმსჯელებს.