სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე, 17 ივნისს უკვე მესამედ გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია: საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის, და სხვა სახის პროდუქტების შეთავაზება როგორც უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე ადგილობრივი საზოგადოებისათვის.
ფესტივალი გაიმართება სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე. დღის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ღონისძიებისათვის სპეციალურად მოწყობილ დახლებზე მოეწყობა პროდუქციის დეგუსტაცია/გაყიდვა.
სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ სუვენირები, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ასევე სპეციალურად ბავშვებისათვის გაიმართება გასართობი პროგრამაც.
წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE.
ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ხელოვნების სფეროში ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“.