გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს ინიციატივით, დისკუსია თემაზე - ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივი რესურსები გაიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა, სადაც გარემოს დაცვისა და ეკონომიკის ექსპერტთან პავენ სიხდევთან ერთად იმსჯელეს თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისებმა მათი ეკონომიკური ღირებულების თვალსაზრისით.
კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.