მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მილიარდი ლარით, ანუ 0.2%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით) და 29.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7%-ია.
2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.