ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი ბენეფიციარებს გაესაუბრა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ყველა ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს ვეცადეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში ჩართულია, გაგვეერთიანებინა. ისინი არიან უზომოდ ამაყი თავიანთი ქვეყნით და თავიანთი საქმიანობით. შედეგზე ორიენტირებული საერთო შრომა გვაერთიანებს, რაც პოზიტიური ენერგიის შემომტანია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
26 მაისის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება.