ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ 9 თვით შეაჩერონ ნავთობის წარმოება, "შავი ოქროს" ფასმა 5%-ით დაიკლო.
"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 51.47 აშშ დოლარამდე დაეცა, ნიუ იორკის ნედლი ნავთობის ფასმა კი ბარელზე 48,84 დოლარი შეადგინა.
ვენაში გამართულ შეხვედრაზე ოპეკ-ის წევრი და არაწევრი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის მარტამდე უნდა გააგრძელონ ნავთობის წარმოების შეჩერება. თუმცა, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ეს ვადა უფრო შორს გადაიწევს.