2016 წელს ევროპის სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის წილი 12,2%-ით გაიზარდა და 46,23 მილიარდი დოლარი შეადგინა.
eMarkter-ის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებს შორის ბაზრის ლიდერად კვლავაც დიდი ბრიტანეთი რჩება, სადაც ინტერნეტ რეკლამაზე საშუალოდ 15,69 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე სამ ქვეყანაში - რუმინეთში, სლოვენიასა და ირლანდიაში ერთად აღებული დანახარჯები. თუმცა, eMarkter-ის მონაცემებით, სამივე ამ ქვეყანაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების 30%-იანი ზრდა აღინიშნება.
კვლევის თანახმად, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გაიზარდა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ მობილურ რეკლამაზე მოდის - 53,3%, რაც ჯამში 6 მილიარდ დოლარს აღწევს.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ინტერნეტ რეკლამის ასეთი ზრდა რეგიონებში რეკლამაში ინვესტიციების ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2008 წლის რეკორდს გადააჭარბა.