ხიდის დაზიანების გამო, ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1-ელ კილომეტრზე ხიდის დაზიანების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფელ კახარეთის ხიდის გავლით.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს დაზიანების ადგილზე. უახლოეს პერიოდში მოხდება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.