ფაიქ იოზთრაქი – ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, განსაკუთრებით, იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომელიც ახლა ტარდება

ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, განსაკუთრებით, იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომელიც ახლა ტარდება, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ფაიქ იოზთრაქმა.

„სხდომაზე საქართველოს ეკონომიკა განვიხილეთ. ჩვენ კარგი ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება. განსაკუთრებით, იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომელიც ახლა ტარდება. ეს რეფორმები გააძლიერებენ საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს ეკონომიკა მზარდი ეკონომიკაა. თუმცა, შარშან შენელებას ჰქონდა ადგილი. წელს ეკონიმიკის ზრდა 4%-ით არის მოსალოდნელი, რაც შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში“, - განაცხადა ფაიქ იოზთრაქმა.

მისივე თქმით, დსთ-ს ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს.

„საქართველოში ახლა სტაბილური სიტუაციაა. გლობალური ინვესტორებისთვის პერსპექტივები კარგია. კანონის უზენაესობის კუთხით საქართველო აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნებს. ეს კი ინვესტორს კომფორტულ სიტუაციას უქმნის. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში გაიზრდება. საქართველომ უნდა განაგრძოს საჭირო რეფორმების გატარება, რათა უფრო მოიზიდოს უცხოური კაპიტალი“, - დასძინა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.