თბილისი იმ 17 ქალაქს შორის დასახელდა, რომელიც მანამდე უნდა ნახო, ვიდრე ძალიან პოპულარული გახდება

თბილისი იმ 17 ქალაქს შორის მოხვდა, რომლის მონახულებასაც BuzzFeed მკითხველს იქამდე ურჩევს, ვიდრე ეს ქალაქები ძალიან პოპულარული გახდება.

როგორ გამოცემა აღნიშნავს, არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც შვებულების გასატარებლად ხალხით გადაჭედილ ქალაქში ჩადიხარ.

„ამიტომ გთავაზობთ იმ ქალაქებს, რომლებსაც ძალიან კარგი რევიუები აქვთ TripAdvisor-ზე და ჩვენი აზრით, მალე ეს ქალაქები ძალიან პოპულარული გახდება“, - წერს BuzzFeed.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ლამაზი ძველი ქალაქია, ისტორიული შენობებით.

„აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი საჭმელი. მოგზაურები თბილისს ყველაზე ორიგინალურ ქალაქს უწოდებენ, რომელშიც ყოფილან“, - წერს BuzzFeed.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ინდოეთის ქალაქი ჯოდპური, ელ ნიდო ფილიპინებში, ეილატი ისრაელში, ბაქო, იოჰანესბურგი, კიევი, ოკლენდი და სხვა.