მსოფლიოს დიდ ქალაქებში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გაიზრდება

2016-2019 წლებში მსოფლიოს 10 წამყვან, დიდ ქალაქში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 11%-ს შეადგენს.

კვლევითი კომპანია Zenith-ის ახალი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს დიდ ქალაქებში ინტერნერტ რეკალამაზე დანახარჯებმა საერთო ჯამში 61 მილიარდი დოლარი შეადგინა. Zenith-ის პროგნოზით, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 69 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი წილი ნიუ იორკზე მოვა, სადაც წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 15 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ნიუ იორკს მოდევს ტოკიო - 13 მილიარდი დოლარის დანახარჯით, ლოს ანჯელესი - 9 მილიარდი დოლარით და ლონდონი, სადაც Zenith-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 8 მილიარდი დოლარი იქნება.