ფადი ასლი - საქართველოში კიდევ ერთი უცხოელი ინვესტორი მოატყუეს თაღლითურად

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოში ეგვიპტელი ინვესტორის მოტყუების შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ფადი ასლის პოსტს.

"კიდევ ერთი უცხოელი ინვესტორი თაღლითურად მოტყუებულია საქართველოში. ამჯერად ეგვიპტელი. ის იმ ინვესტორთა გრძელ სიას შეუერთდა, რომლებსაც თაღლითურად ატყუებენ საქართველოს მმართველ ძალასთან დაკავშირებული კრიმინალები. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევიკავებ თავს, ვიდრე პლანეტარული მასშტაბის სკანდალს არ მოვაწყობ, რომლის შემდეგ უცხოელი ინვესტორები საქართველოს თავს აარიდებენ როგორც ჭირს. ვფიქრობ, დიდ ხანს არა.

იმდენად იმ თაღლითებს არ ვადანაშაულებ როგორც საქართველოს ბიზნეს ორგანიზაციებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ თვალს ხუჭავენ დანაშაულზე და საქართველოში უცხოურ ბიზნესზე სისტემურ თავდასხმებზე", - წერს ფადი ასლი.