საქართველოში სასტუმროებისა და ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი  გაიხსნა

საქართველოში სასტუმროებისა და ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი "ვატელი" გაიხსნა.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს - სეუ, Block invest-სა და Vatel ჯგუფს შორის უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"ვატელის" ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

"ვატელი" არის ნომერ პირველი ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი. "ვატელ ჯორჯია" საქართველოში გასცემს ფრანგულ საერთაშორისო დიპლომს. Vatel Georgia-ს აკადემიური პროგრამა მოიცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას.