კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეტი საჯაროობის უზრუნველსაყოფად სხდომების ინტერნეტში რეალურ დროში ტრანსლირებას გეგმავს.
კომისიამ ტრანსლირების სისტემის (ე.წ Live Stream) შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, წინადადებების მიღება 5 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 500 ლარია.