თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, დაზიანებულია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამოწმებენ ინფორმაციას, დაზიანდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, სეტყვამ ასევე დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი შალაური, სადაც ძირითადად ასევე საკარმიდამო ნაკვეთებია დაზიანებული. შათირიშვილის ინფორმაციით, სეტყვა სოფელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ვარდისუბანსა და შალაურში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა.