სააკაძის მოედანზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა დასრულდა

თბილისში, სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერიიდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის 3545კვ. მეტრზე, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიდგა დეკორატიული ლამპიონები.

ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილი, გართხმული ღვია, ტუია, 700 ძირი ვარდი. 1212 კვ. მეტრ მიწის ფართობზე დაიგო ბალახი. ბილიკები დაფარულია დეკორატიული ქვიშით.

სამუშაოები, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ მწვანე სახლმა“ შეასრულა.