აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობების მდგომარეობით ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროებში. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, აშშ-სთვის ურთიერთობების ასეთი მდგომარეობა საზარალოა და ეს სიტუაცია შეიცვლება. „ჩვენ დიდი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს გერმანიასთან. პლუს ისინი იმაზე ნაკლებს იხდიან ნატო-ს ბიუჯეტში და სამხედრო მიზნებზე, ვიდრე უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან ცუდია აშშ-სთვის. ეს სიტუაცია შეიცვლება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.