მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურებისთვის რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა.
კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესში“ შესული ცვლილებით, დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
მაშინ როცა, წინა რედაქციით, რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადად მიმდინარე წლის 30 ივნისი იყო მითითებული.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 53 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.
ამასთან, საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.
თაია არდოტელი