გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
როგორც თბილისის მერია იუწყება, დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიურები, შეიცვალა განათების სისტემა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღსანიშნავია, რომ სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე, პროექტის ფარგლებში, განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები.