პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის აზრით, ქუჩაში შეკრებებით გამოწვეული ხმაურიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი უნდა გახდეს.
“მწერენ ”მესიჯებს” იმის შესახებ, კანონში დაგეგმილი ცვლილებები ხომ არ ეხება მარტო კაფეებსა და რესტორნებს. მაგალითად, აგლაძის ქუჩაზე არის სამხერხაოები, საამქროები. მომდის ”მესიჯები”, რომ ღამის საათებში არის ფანჯრების ქვემოთ შეკრება, გინება, ბურთის თამაში... ეს ყველაფერიც ხომ ხმაურის შემადგენელი ნაწილია?! ამ შეკრებების დროს არის გინება, ჩხუბი, დავიდარაბა - მოსახლეობა მათ ვერ ელაპრაკება და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, ესეც ხმაურში შედის. ასეთი რაღაცეებიც თუ იქნება გათვალისწინებული, ესეც ჩვენი ყოფიდან გამომდინარეა”, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება იქნება.