გარკვეული სააგენტოების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ენერჯი ჯორჯია”-ს უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა თვალთვალს ვინმე აფგან მუხტარლიზე.
ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება, არ შეესაბამება სინამდვილეს და “სოკარ ენერჯი ჯორჯია”-ს მომხდართან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.
(R)