ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ ევროპული ტელეარხის „ევრონიუსის“ აქციების 25%-იანი წილი შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, NBC გარიგების სანაცვლოდ 30 მილიონ დოლარს გადაიხდის.
აქციების 25%-ის შეძენით NBC News ევროპის მასშტაბით სიახლეების გაშუქებასა და პროგრამების გაფართოებას დააფინანსებს.
„Euronews-ს შეუდარებელი მასშტაბები აქვს, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, აუდიტორიას საერთაშორისო გაშუქება შესთავაზოს“, - განაცხადა NBC News-ის თავმჯდომარე ენდრიუ ლეკმა.
Euronews-ში დაახლოებით 500 ჟურნალისტია დასაქმებული. ტელეარხი მსოფლიოს 158 ქვეყანას მოიცავს და 12 ენაზე მაუწყებლობს. „ევრონიუსის“ აუდიტორია 434 მილიონს აღწევს.