აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა , - იუწყება სააგენტო „როიტერი“. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესები მოიცავს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებას.
ასევე, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების მითითება, ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობის ისტორია.
სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს ან ვიზის გაცემაზე უარი განაცხადონ.