2016 წლის განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდი 256%-ით გაიზარდა. მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროდან მოზიდული სახსრების შედეგად, ფონდი 178 მლნ ლარამდე ანუ 256%-ით გაიზარდა.
მისივე მონაცემებით, ანალოგიური ტენდენციით ხასიათდებოდა გასული წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული საბიუჯეტო რესურსების ოდენობა.
”აქედან გამომდინარე, დამატებით ყურადღებას საჭიროებს მთავრობის სარეზერვო ფონდისათვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებების წლის განმავლობაში მასშტაბური ზრდის ტენდენცია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფონდიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებაზე არ ვრცელდება არც საბიუჯეტო კოდექსით დაწესებული ლიმიტები და არც შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები”, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.