გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2015 წელთან შედარებით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 21,3% იყო, მაშინ როცა 2015 წელს - 20,8% იყო.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2016 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი გაიზარდა როგორც სოფელში, ისე ქალაქში. კერძოდ, ეს მაჩვენებელი გასულ წელს სოფელში - 25,5%; ქალაქში კი 16,9% იყო.