შემოსავლების განაწილების უთანაბრობა 2016 წელს არ შეცვლილა

გასულ წელს შემოსავლების დაგროვების ინდექსი - „ჯინის კოეფიციენტი“ მთლიანი ხარჯების მიხედვით 0.43 იყო.

2015 წელთან შედარებით, „ჯინის კოეფიციენტი“ გაზრდილია მთლიანი შემოსავლებისა და მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით. კერძოდ, 2016 წელს კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით - 0,40; ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0,39 იყო.

2015 წლის მსგავსად, „ჯინის კოეფიციენტი“ გასულ წელსაც მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით - 0,43; ხოლო მთლიანი სახსრების მიხედვით - 0,41 იყო.

"ჯინის კოეფიციენტი" - ასე ჰქვია სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობის საზომია. კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს და რაც უფრო ახლოს არის 0-თან, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება, ხოლო რაც უფრო ახლოს არის მაჩვენებელი 1-თან, შემოსავლების გადანაწილება მით მეტად უთანასწოროა.