დაბა ასპინძის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძე აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
რატი ზედგინიძემ უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო, რომელიც სრულად აანაზღუარებს 4 წლიან სასწავლო კურსს. წარმატებულმა ახალგაზრდამ დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.
როგორც რატი ზედგინიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მას პილოტობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის შესწავლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლასში დაიწყო.
”თავიდან საქართველოში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ 2 წლის წინ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა. ერთი წლის წინ დავიწყე ინგლისურის სწავლა. გასული წლის დეკემბერში ჩავაბარე გამოცდები. ამერიკის 5 უნივერსიტეტში გავგზავნე ჩემი შედეგები, საიდანაც ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხები მივიღე. ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აქ ჩემთვის სასურველი მიმართულება და უკეთესი დაფინანსება იყო. შიდა, მათემატიკის ტესტი უკვე ვწერე იმის გასარკვევად, თუ როგორ კლასში უნდა ჩავრიცხულიყავი.” - განაცხადა რატი ზედგინიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
მისივე თქმით, ვირჯინიის შტატში სწავლას აგვისტოდან იწყებს. რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის #1 საჯარო სკოლიდან პირველი მოსწავლეა, ვინც სწავლას ამერიკაში განაგრძნობს.