თუ ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ წინ არც ისე მარტივი გზა გაქვთ გასავლელი.
ავტომობილის მარკისა და ფასის შერჩევის გარდა, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ავტოდილერების ე.წ ხრიკები და არ მოტყუვდეთ.
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლსაც ავტოდილერები, სარგებლის მიღების მიზნით, ხშირ შემთხვევაში გვიმალავენ ან გვატყუებენ კიდეც.
წარმოგიდგენთ ავტოდილერების მიერ ხშირად გამოყენებულ ყველაზე გავრცელებულ 7 ტყუილს, რომელსაც ისინი თქვენთვის მანქანის მოყიდვისას ამბობენ.
1. თავდაპირველი ფასი არ შეესაბამება მანქანის რეალურ ღირებულებას.
2. ავტოდილერები როგორც წესი, მალავენ, რომ მანქანა ნაავარიევია.
3. არ ამბობენ რეალურად რამდენს წვავს ავტომობილი.
4. მალავენ მანქანის მიერ განვლილ მანძილს/გარბენს
5. იტყუებიან ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ
6. ავტოდილერები არასდროს გეტყვიან, რომ არ ცვლიდნენ ძრავის ზეთს დროულად.
7. ავტომობილი მოყოლილია წყალდიდობაში ან შეღებილია.
ავტორი ნარიტა ჩხაიძე
წყარო: palitravideo.ge