თბილისის უბნები, სადაც 2014-2016 წლებში ყაჩაღობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა

2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე თბილისში რეგისტრირებულია ყაჩაღობის 512 და ქურდობის 13 219 ფაქტი.

გახსნილი საქმეების სტატისტიკას რაც შეეხება, გახსნილია ყაჩაღობის 354 (69%) და ქურდობის 5 969 შემთხვევა (45%). ყველაზე მეტი, რაიონში დაფიქსირებული ყაჩაღობისა (84%) და ქურდობის (54%) საქმე ძველი თბილისის სამმართველომ გახსნა.

რაც შეეხება სტატისტიკას, უბნების მიხედვით ყველაზე მეტი - 161 ყაჩაღობის ფაქტი აღნიშნულ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია - 107 შემთხვევა.

რაც შეეხება სხვა უბნებს, 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე 151 ყაჩაღობის ფაქტია რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, საიდანაც 104 შემთხვევაა გახსნილი. ყაჩაღობის 106 შემთხვევა დაფიქსირდა ვაკე-საბურთალოს რაიონში და სამმართველომ აქედან 74 საქმე გახსნა. ძველი თბილისის სამმართველოში ყაჩაღობის 57 ფაქტი (გახსნილია - 48); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კი 30 (გახსნილია - 17) შემთხვევაა რეგისტრირებული.

რაც შეეხება ქურდობას, 2 წლის მანძილზე ყველაზე მეტი 4 236 ფაქტი ვაკე-საბურთალოს რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია 1 515 საქმე. 2 931 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ისანი-სამგორის სამმართველოში (გახსნილია - 1546); 2 713 შემთხვევაა რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის რაიონში (გახსნილია 1 157); ქურდობის 1 783 ფაქტი დაფიქსირდა ძველი თბილისის სამმართველოში (გახსნილია - 975); 1 436 შემთხვევა დაფიქსირდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში, აქედან გახსნილია 664 ფაქტი.

წყარო: ifact.ge

bpn