მეტროსადგურები “ახმეტელი” და “სარაჯიშვილი” დღეს, დაახლოებით ერთი საათით დაკეტილი იყო.
ამის შესახებ „სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს”კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნულ მეტროსადგურებში მგზავრები მცირე ტექნიკური შეფერხების გამო არ შეუშვეს. მათივე თქმით, ინფორმაციის უქონლობის გამო, ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ტექნიკური შეფერხება.
კომპანიაში ტექნიკური შეფერხების შესახებ შეტყობინება დღეს, 10:00 საათისთვის შევიდა. ადგილზე შესამოწმებლად სპეციალური ჯგუფი გავიდა. ამ დროისთვის ”ახმეტელისა” და ”სარაჯიშვილის” მეტროსადგურებში მგზავრთა გადაყვანა აღდგენილია.