პარლამენტმა, ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და GIZ-ის პროგრამამ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს პარლამენტმა, ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და GIZ-ის პროგრამამ - "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვისა და საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის ინსტიტუციონალური მმართველობის ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საერთო ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და GIZ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა.

GIZ პროგრამა "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით 2017 წლის აპრილიდან 2029 წლის მარტამდე განხორციელდება.