1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4253 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7205 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7148 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.