ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა-მარტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა. მათ შორის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ამ კუთხით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.
გიორგი გახარიამ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ბიზნესსახლის კონცეფცია წარუდგინა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შექმნის საკითხი და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.