საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა , ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერსედეს ვერა მარტინმა. საქართველოში აღნიშნული მისია პირველად იმყოფება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამშრომლობის ახალი პროგრამა დაამტკიცა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფონდის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, აგრეთვე რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე.